უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე მიულოცა. შესაბამისი ვიდეომიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
 
უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს ომის ფონზე აღნიშნავს.
 
„ჩვენს დიდ უკრაინულ ოჯახს უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების ოჯახი აერთიანებს. ეს არის სამი ძმა: უკრაინის ეროვნული დროშა, უკრაინის ეროვნული გერბი და სახელმწიფო ჰიმნი. ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ სახელმწიფოებრიობის აღნიშვნა, არამედ მისი შენარჩუნებისთვის გაერთიანება. ჩვენ არ დავნებდებით. არ ჩამოვუშვებთ ხელებს. ვერ შეგვაშინებენ. უკრაინა დამოუკიდებელი, თავისუფალი, განუყოფელი სახელმწიფოა და ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
 
პრეზიდენტის 2021 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულებით, დღეს უკრაინა პირველად აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს.