უკრაინა თანდათან გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ვემზადებით, რომ ევროკავშირის მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ელექტროენერგიის ექსპორტი გავზარდოთ. ომის მიუხედავად, ჩვენ რეკორდულ დროში შევძელით უკრაინის ენერგოსისტემის ევროკავშირის სისტემასთან დაკავშირება. ჩვენი ექსპორტი მოგვცემს სავალუტო შემოსავლებს და ამასთან, ჩვენს პარტნიორებს მიცემს შესაძლებლობას, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ზეწოლას გაუძლონ. უკრაინა თანდათან გახდება ევროპის ენერგოუსაფრთხოების გარანტორი, ჩვენი შიდა წარმოების ხარჯზე,“- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო.