ბულგარეთში, ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა.
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ის გახდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების ფორმირება ვერ შეძლეს.
ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, დღეს ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.
პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.
ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.
2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.