მას შემდეგ, რაც ტრამპის მომხრე მომიტინგეები აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, რესპუბლიკელთა ლიდერებისა და მთავრობის კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა CNN- ს განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპი თანამდებობიდან 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ. მათგან ოთხმა მოითხოვა 25-ე შესწორების გამოყენება ტრამპის წინააღმდეგ, ხოლო დამატებით ორმა თქვა, რომ პრეზიდენტი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პრეზიდენტის ქმედებები საკმარისად მწვავე იყო, რომ მან თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს, მიუხედავ იმისა, რომ მის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 13 დღე რჩება. „ვფიქრობ, რომ ეს სისტემისთვის დიდი შოკი იყო“, განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას სააგენტო არ ასახელებს.
ტრამპის იმპიჩმენტით და მოხსნით, მისი ვადის ბოლო ეტაპზეც კი, სენატს შეეძლება ხმა მისცეს, რომ ტრამპს აეკრძალოს ფედერალური თანამდებობის დაკავება.
”დროა მივმართოთ 25-ე შესწორებას და დავასრულოთ ეს კოშმარი”, - თქვა კინცინგერმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
სააგენტოს თანახმად, მთავრობის კაბინეტის ზოგიერთი მინისტრი ატარებს წინასწარ განხილვას 25-ე შესწორების გამოყენების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საკმარისი იქნება თუ არა მომხრეების რაოდენობა ტრამპის გადასაყენებლად.
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.