ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი.
„ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“.
წელს, შეერთებული შტატები და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელს აღნიშნავს. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და 30 წლის განმავლობაში, ამ ურთიერთობაში ჩადებულ გულმოდგინე შრომას ეფუძნება“.
მისვე თქმით, ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა. „წელს მთელს ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ“, - აცხადებს ელჩი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.