თბილისის მეტროში არასრუწლოვან შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

მეტროში, არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8-მ ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. სასჯელის სახედ და ზომად მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ცნობისათვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი - ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ბაქრაძეს ბრალად ედებოდა არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბაკაშვილს კი, სასამართლომ ბაკაშვილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად ერთი წელი დაუდგინდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ბაკაშვილი მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია. კახა ბაკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან დაახლოებით, ერთი თვის წინ გათავისუფლდა. გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალი აღიარა.