სინგაპურში კორონავირუსის პირველი ვაქცინა პრემიერ-მინისტრმა გაიკეთა

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, 68 წლის ლი სიან ლუნი პირველი ადამიანი გახდა ქალაქ-სახელმწიფოში, რომელმაც Covid -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიკეთა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ Facebook-ში თავად გაავრცელა ინფორმაცია.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლი სიან ლუნს აცრა ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გაუკეთდა.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურს ამ დრომდე მხოლოდ ერთი, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს დამტკიცებული.