პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დღესთან დაკავშირებით უკრაინელ სამხედროებს შეხვდა.
„ყველაფერს აკეთებთ, რომ მტერს არასოდეს ჰქონდეს მშვიდობა ჩვენს მიწაზე. გმადლობთ მსახურებისთვის! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებით“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
უკრაინა შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 29 ივლისს აღნიშნავს. ეს ოფიციალური სამხედრო დღესასწაული 2016 წლის 26 ივლისიდან დაწესდა.