მაია სანდუ: დახმარებისთვის რუმინეთს მივმართავთ, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება

მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება და რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება, - ამის შესახებ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა .

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ. ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც განვიხილავთ. შესაბამისად, ყველა სცენარისთვის ვემზადებით. იმ სიტუაციაში, თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ჩვენ ცხადია, მოვითხოვთ დახმარებას“, - აღნიშნა მაია სანდუმ.

28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 60 დღით გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება სპეციალური უფლებამოსილებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად.