ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 494 კოვიდინფიცირებული.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე.