დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ინფორმაციით, 3.5 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 22:55 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.