ლიბანში სირიული გემი, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, დააკავეს.
ცნობილია, რომ გემი 72 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. უკრაინის საელჩომ ლიბანში შესაბამისი ნებართვა მიიღო. საელჩოში განმარტავენ, რომ რუსეთის ძალებმა გემი მარცვლეულით დროებით ოკუპირებულ ყირიმში გემზე 27 ივლისს დატვირთეს. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გემი გამოძიების დასრულებამდე იქნება დაკავებული.
ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „სირიის დროშის ქვეშ მცურავ გემს ქერი და ფქვილი გადაჰქონდა“. ლიბანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფინანსურ კრიზისს და პურის დიდ დეფიციტს განიცდის.