ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მისი განმარტებით, „მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს“.
„დაახლოებით, ღამის ორ საათსა და ათ წუთზე, დაბადების დღეზე მყოფ გიორგი ხორავას ერთ-ერთი სტუმარი მირიან კუკავა შემთხვევით მხარზე მიეჯახა. უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გიორგი ხორავამ მის მეგობრებთან, დავიჯ ჯიჯეიშვილთან და გიორგი კუჭავასთან ერთად, აგარაკზე მყოფი სტუმრების მისამართით გინება დაიწყო, მათ შორის, დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით აგრძელებდა ხულინგურ ქმდებებს.
ეს ქმედებები ასევე განაგრძო აგარაკის გარეთ ტერიტორიაზე, რა დროსაც დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები. პროკურატურა შუამდგომლობს, რომ დავით ჯიჯეიშვილის მიმართ უალტერნატივოდ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა, ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ თითოეული ბრალდებულის მიმართ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა - ესენი არიან: რატი ჩაჩანიძე, დავით ხარისჭილაშვილი, ირაკლი ასლანაძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ წინაშე წარსდგა ნიკოლოზ ბაზაძე და განმარტა, რომ მას პროკურატურა ცხოვრებას უნგრევს, ცხოვრება მირიან კუკავას და მის ოჯახს დაენგრა“, - განაცხადა მოგვიანებით პროცესზე დავით ყაზარაშვილმა.
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.