სტინგი უკრაინაში ომზე: დემოკრატია ტირანიასთან არ უნდა დამარცხდეს

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი სიცრუეზე დაფუძნებული აბსურდია და დემოკრატიამ არ უნდა წააგოს ეს ბრძოლა ტირანიასთან. ამის შესახებ ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა ვარშავაში სოლო კონცერტის დროს განაცხადა.

„ნებისმიერი ტირანია დაფუძნებულია ტყუილზე. რაც უფრო დიდია ტირანია, მით უფრო დიდია ტყუილი. ტირანი ატყუებს თავის ქვეყანას. ის ატყუებს სამყაროს და ყველაზე მეტად ის ატყუებს საკუთარ თავს. ამ ტყუილს თუ გადავყლაპავთ, ტყუილი შეგვჭამს. ტყუილს სიმართლის ეშინია. ეს ბრძოლა არ უნდა წავაგოთ!", - ამბობს სტინგი.