ევროკავშირის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში ID ბარათებით შესვლას ოქტომბრიდან ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი ბრექსიტის ფარგლებში ცვლის წესებს, რომელთა მიხედვითაც, ევროკავშირის ID-ბარათების გამოყენება დიდ ბრიტანეთში სამოგზაურო დოკუმენტად აღარ იქნება დასაშვები. ამის ნაცვლად, ევროკავშირის მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის საზღვარზე პასპორტი უნდა წარადგინონ.