ვაშინგტონში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5-ს მიაღწია. კაპიტოლიუმის პოლიციამ ოფიცრის გარდაცვალება დაადასტურა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. აღნშნული ინფორმაცია უწების ვებგვერდზე ვრცელდება.
ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს გარდაიცვალა. დემონსტრანტებთან შეტაკების დროს ის დაიჭრა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოფიცერი კაპიტოლიუმის პოლიციას 2008 წელს შეუერთდა, ბოლო პერიოდში ის სწრაფი რეაგირების განყოფილებაში მუშაობდა.
7 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.