„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 9,10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ. შეზღუდვა შეეხებათ სატვირთო მატარებლებსაც. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობა სრულად 12 აგვისტოდან განახლდება.
„შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები. მიგეხსენებათ, რომ იცვლება საკონტაქტო ქსელი, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მცირედით შემცირდება სამგზავრო მატარებლით გადაადგილების დრო. 12 აგვისტოდან მოძრაობა სრულად განახლდება", - ამბობს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ირინა ხიზანიშვილი.