ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც კრემლის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა გასულ თვეს დატოვა, ევროპაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა.
წყაროების თქმით, 67 წლის ჩუბაისი ფიქრობს, რომ გილენ-ბარეს სინდრომით არის დაავადებული.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოწამვლაა“, - განუცხადა Reuters-ს წყარომ, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.