კამჩატკაზე გაყინული ჩანჩქერის ჩამოშლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვილიუჩინის ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, ოთხი ადამიანი "ხაფანგში" აღმოჩნდნენ, სამაშველო ეკიპაჟი გაგზავნეს კანჩატიკის ნახევარკუძულზე, 40 მეტრის სიმაღლის ვილიუჩინის ჩანჩქერზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ყველა მათგანი გამოიყვანეს. მამა და შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეგიონის მთავრობამ განაცხადა, რომ ბიჭი ინტენსიურ თერაპიაში სერიოზული დაზიანებებით იმყოფება.