რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად კასპიისკში აზერბაიჯანისა და ირანის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები ჩავიდნენ, იუწყება Azernews რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

„სამხედრო ხომალდების ეკიპაჟის მონაწილეობა აღლუმში რუს სამხედრო მეზღვაურებსა და აზერბაიჯანისა და ირანის მეზღვაურებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებას ემსახურება." ნათქვამია შეტყობინებაში.