ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა პარლამენტი დაითხოვა და 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
ბულგარეთის პრეზიდენტმა სათანადო ხელსეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.
მანამდე, 28 ივლისს ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.
პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.
ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.
2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.