თეგი: პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას. ცნობისთვის, გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობას დღემდე სერგო თურმანიძე ასრულებდა. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ასევე საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მონიტორინგი და ანალიზი; უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და მაღალი ხარისხის ანალიტიკური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელევანტურ უწყებებთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობა; საბჭოს სხდომებისა და შესაბამისი ოქმების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ცალკეულ მიმართულებებზე, კონკრეტული პროექტების კოორდინაცია.  

ლევან იზორია: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დამატებითი შესაძლებლობაა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა. ელჩის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. „გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან. პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობას. რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

აქციის მონაწილეებმა შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს

შრი-ლანკის უდიდეს ქალაქში, კოლომბოში, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგეს სახლში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC მისი ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება. შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს თავად ვიკრემესინგეს ადგილსამყოფელი უცნობია. მანამდე მან თანამდებობის დატოვების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა ათასობით მომიტინგის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში შეჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.  

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრემესინგე მზადაა, გადადგეს, რათა ქვეყანაში მრავალპარტიული მთავრობა შეიქმნას, ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ათასობით მომიტინგე, კოლომბოში,  საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეიჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს ვიკრემესინგემ კრიზისის გადაჭრის გზების მოძებნის მიზნით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, მოლაპარაკება გამართა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერი უსაფრთხო ადგილზე გადავიდა. „პრეზიდენტი და პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკური არასტაბილურობა გაიზრდება“, - განაცხადა შრი-ლანკის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ. შრი-ლანკის მოსახლეობა პრემიერისა და პრეზიდენტის გადადგომას, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ითხოვს.   

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ტრასმა თქვა, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გახდება, „გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან დაიწყებს“. „მე გავაუქმებ ეროვნული დაზღვევის გაზრდილ გადასახადს. დავრწმუნდი, რომ ვინარჩუნებთ კონკურენტულ კორპორატიულ გადასახადს, რათა მოვიზიდოთ ბიზნესი და ინვესტიციები დიდ ბრიტანეთში. მე ვაპირებ კერძო სექტორს უფრო სწრაფად გაზარდოს, ვიდრე საჯარო სექტორი, გრძელვადიანი გეგმით. ჩემი მიზანია შევამციროთ სახელმწიფო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი“, - განაცხადა მან. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 46 წლის ტრასს დიდი ხანია ასახელებენ ჯონსონის პოტენციურ მემკვიდრედ. მისი პოპულარობა, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის გამოკითხვამაც აჩვენა. ტრასი 2010 წლიდან დეპუტატია. ის მუშაობდა დევიდ კამერონის, ტერეზა მეის და ჯონსონის მთავრობებში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. 

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი

დიდ ბრიტანეთში მმართველი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი, კანდიდატების წარდგენა კი 12 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ 11 ივლისს განაცხადა გრეჰემ ბრედიმ, რომელიც 1922 წლის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია და პასუხისმგებელია პარტიის შემდეგი ლიდერის არჩევის პროცესზე.  ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს „შედეგი 5 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს, ეს მაშინ მოხდება, როცა პარლამენტი ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნდება“, - განაცხადა მან. „იმედი მაქვს, რომ ყველაფერს საკმაოდ სწრაფად გავაკეთებთ. ხმის მიცემის პირველი ორი ტური ჩატარდება ამ კვირაში", - აღნიშნა ბრედმა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. 

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტური, ოთხმა პრეტენდენტმა გადალახა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტურის შედეგების მიხედვით, არჩევნების ბოლო ტურში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი მიიღებს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 1922 წლის საპროცესო კომიტეტის ხელმძღვანელის, სერ გრეჰემ ბრედის თქმით, კენჭისყრაში კონსერვატიული პარტიის 387 დეპუტატმა ხმა მისცა შესაძლო 388-დან. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ტურში გადავიდნენ: თანასწორობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი მინისტრი კამი ბადენოჩი (58 ხმა); სავაჭრო პოლიტიკის უმცროსი მინისტრი პენი მორდაუნტი (82); ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი (115); საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი (71). თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა შერჩეული კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდატმა ყველაზე ნაკლები - 31 ხმა მიიღო და რბოლას გამოეთიშა. კენჭისყრის მეოთხე ტური სამშაბათს 17:00 საათზე გაიმართება. რომლის დროსაც ორი ფინალისტი შეირჩევა. ხუთშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტი შესვენებას აცხადებს. ამ დროის განმავლობაში, კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოსტით კენჭს უყრიან ახალი ლიდერის არჩევას. შედეგი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.   

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრეს. სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს.  

ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა პარლამენტი დაითხოვა და 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.  ბულგარეთის პრეზიდენტმა სათანადო ხელსეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.  ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა  მანამდე, 28 ივლისს ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.  პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.  ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.   2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.   

ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.  ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ტრასმა თქვა, რომ მან გადადგომის შესახებ უკვე აცნობა მეფე ჩარლზ III-ს. მისი თქმით, ახლა „კონსერვატიული პარტია“ ლიდერის ახალ არჩევნებს გამართავს, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრი მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები. „კონსერვატორთა“ პოპულარობა ბოლო კვირებში ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევის ისტორიაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ტრასი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად და პრემიერ-მინისტრად ხუთი კვირის წინ აირჩიეს.  

ჯორჯა მელონი, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.  ახალი მთავრობა ოფიციალურად ფიცს ხვალ, 22 ოქტომბერს დილით დადებს, მომავალ კვირას კი პარლამენტის ორივე პალატა კენჭისყრის გზით ნდობას გამოუცხადებს. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

დანიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა მემარცხენე ცენტრისმა ბლოკმა გაიმარჯვა. ფრედერიკსენმა უკვე გამოაცხადა, რომ დარჩება პოლიტიკაში და აპირებს შექმნას უფრო ფართო პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მოიცავს მემარჯვენე ცენტრის პარტიებს. საპარლამენტო არჩევნები დანიაში პირველ ნოემბერს - ვადაზე შვიდი თვით ადრე გაიმართა. პარლამენტის 179 ადგილიდან, მმართველმა მემარცხენე ცენტრის ბლოკმა 87 ადგილი მოიპოვა. მეტე ფრედერიკსენმა განაცახდა,რომ ეს „ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია." სოციალ-დემოკრატიული პარტია, ისევე როგორც წინა წლებში, ლიდერი გახდა, რომელმაც ხმების 27,5% მიიღო.  

პრემიერ-მინისტრი: ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას მიუძღვნა

დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. “ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის.დღეს, უდიდესი ქართველის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას”,- ნათქვამია განცხადებაში.  

დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუსმენს

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და  “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება. დღესვე, პარლამენტი  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,  მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს. მიხეილ ჩხენკელს,  ინტერპელაციის წესით, კითხვებით. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა:  ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. მიხეილ ჩხენკელი პლენარულ სხდომაზე  ოთხ კითხვას გასცემს პასუხს. მათ შორის, კითხვები სტატუსშეჩერებული სტუდენტებს, კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციას, სკოლების ინტერნეტიზაციას და ტექნიკით აღჭურვის პროგრამას შეეხება. თითოეული ინტერპელაციისთვის მაქსიმალური დრო 5 საათი და 25 წუთია განსაზღვრული. ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს. დებატებში მონაწილეობისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო  უფრაქციო პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.  

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო. მთავრობის მეთაურმა მარეკ შჩიგელს მისიის ეფექტური მუშაობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა, რომ EUMM ადგილზე წარმოდგენილი მონიტორინგის მანდატით აღჭურვილი ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში ნათლად ასახავს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი ესწრებოდა.  

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

15 დეკემბერს, 11:00 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.  

ბენიამინ ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა

დღეს, 29 დეკემბერს, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მეექვსე ვადით ოფიციალურად გახდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა ნეთანიაჰუმ ფიცი დადო და პრემიერ-მინისტრის პოსტი მეექვსე ვადით დაიკავა. მისმა წინამორბედმა იაირ ლაპიდმა პლენუმი მასთან ხელის ჩამორთმევის გარეშე დატოვა.  ნეთანიაჰუმ თავისი ახალი მთავრობის სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა: ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა; სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარება - აქცენტი ე.წ. პერიფერიის ქვეყნის ცენტრთან გაერთიანებაზე; ისრაელში შიდა უსაფრთხოებისა და მმართველობის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ წარმატებით შექმნა ახალი კოალიცია და მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის საფუძველს ამზადებდა.  ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მემარჯვენე ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 64 მანდატი მოიპოვეს, რამაც მას მთავრობის შესაქმნელად სრული უმრავლესობა მოაპოვებინა.   

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება

საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარაბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. "ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად", - წერს ღარიბაშვილმა.