აშშ-მ $300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის თაღლითური სქემა გამოავლინა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა (SEC) $300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის თაღლითური სქემის შექმნისა და მისი მოქმედების ხელშეწყობისთვის 11 ადამიანს დააკისრა პასუხისმგებლობა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრალდებულთა შორის იყო სქემის -  Forsage ოთხი დამფუძნებელი. ბოლოს არსებული ცნობებით, ისინი რუსეთში, საქართველოსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ.

რეგულატორები ამტკიცებენ, რომ სქემის ამუშავება სულ მცირე 2020 წლის იანვარში დაიწყო. მათი თქმით, ვებგვერდ Forsage.io-ს შემქმნელებმა, სავარაუდოდ, თაღლითურად მოიპოვეს სახსრები მილიონობით საცალო ბაზრის ინვესტორებისგან აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ინვესტორები ტრანზაქციებს „ჭკვიანი კონტრაქტების“ საშუალებით ახორციელებდნენ.