აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს საქართველოში დაკავებულ რუს ჰაკერს, ანდრეი ტიურინს აშშ-ში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.რუსი ჰაკერის აშშ-ში ექსტრადირება ორი წლის წინ განხორციელდა.
ტურინს განაჩენი ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლომ გამოუტანა. მას ბრალად ედება ამერიკულ ფინანსურ ჰოლდინგ „ჯიპიმორგან ჩეისის“ 80 მილიონი კლიენტის მონაცემების უკანონოდ მითვისება.
რუსი ჰაკერი საქართველოში დააკავეს. ჰაკერმა სასამართლოში „ჯიპიმორგან ჩეისსა“ და სხვა ამერიკულ ფინანსურ დაწესებულებასა თუ კომპანიაზე კიბერთავდასხმები აღიარა.
ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 წლიანი პატიმრობის გარდა რუს ჰაკერს 20 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ბრალდება ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქის თანამზრახველი არის ისრაელის მოქალაქე გერი შალონი. ("გარი შალელაშვილი). მის თანამზრახველად ასევე დასაელდნენ: მაიკ შილდსი, ფილიპ მუსეტი, კრისტოფერ ენგაჰემი ზივ ორენშტეინი, ჯონ ევერი. ავივ სტეინი.
გამოძიების მიხედვით, ბოროტმოქმედები ტიურინის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ელეტრონული ფოსტაზე წერილების გასაგზავნად და სიმდიდრის უკანონოდ მოხვეჭისთვის იყენებდნენ. სამართალდამცველების ცნობით, ტიურინმა და მისმა თანამზრახველმა მილიონობით დოლარი უკანონოდ მიითვისეს.
ტიურინის თანამზრახველი შალონი 2015 წელს დააკავეს. აშშ-ში მისი ექსტრადირება იმავე წელს მოხდა.
აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი ქართველმა სამართალდამცველებმა 2017 წელს დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში საქართველომ რუსი ჰაკერი აშშ-ს გადასცა.