19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგ ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დისტანციურ რეჟიმში გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ახლოურმა ცივი იარაღი შინაური ცხოველის წინააღმდეგ გამოიყენა რა დროსაც მისი ძმა უბედური შემთხვევითობის გამო, სასიკვდილოდ დაიჭრა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აღნიშნავს ბვრალდებული აცხადებს რომ ძმის განზრახ მკვლელობის არანაირი განზრახვა მას არ ჰქონია და არც დაზიანების მიყენება სურდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო. ოჯახში ჩხუბი, აგრესიული საუბარი რომ ყოფილიყო, მამამისს ეძინა და ხომ გაიღვიძებდა? არაფერი გაუგია. ძმებს შორის პატარა წაკამათებისას, ძაღლმა დაიწყო ყეფა, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, ის მიშას გამოესარჩლა და მის მხარდასაჭერად გიორგისკენ გაექანა, რა დროსაც გიორგიმ იფიქრა, რომ მის ძმას გააბრაზებდა და ძაღლს მოუქნია დანა, ძაღლისთვის მოქნეული დანა ძმას მოხვდა. არც ძაღლის განზრახ მოკვლის მცდელობა არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, გიორგი ახლოურს ბრალი ედება 19 წლის ძმას, მიშა ახლოურის ცივი იარაღის გამოყენებით მკვლელობაში, მიშა ბრალდებულის ძმა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.