მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა

იმ შემთხვევაში, თუ აშშ რუსეთს „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიარებს, ეს შესაძლოა მოსაკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცახდა. 

„საკუთარი კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შესაძლოა საშინელ სასჯელად აღიქმებოდეს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შესაბამისად.

გულუბრყვილოები. ამასთან ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება ბადებს უკუქმედებას და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება გახდეს დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამას მოჰყვება მთელი რიგი შედეგებიც. ჩვენ მდგომარეობის განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და თუ ვაშინგტონში წავლენ მოსკოვთან ურთიერთქმედების სრულ შეჩერებაზე, ჩვენ გადავიტანთ“,- განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.