რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქისთვის, ილია II-სთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში საქართველოს პატრიარქის ტიტული სრულად არ მოიხსენია.
„მის უწმიდესობას და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს"- ნათქვამია წერილში.
კირილმა წერილში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული არ ახსენა.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის - ეს არის ილია მეორის სრული ტიტული, რომელიც 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა.