27-საათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ბრაზილიაში წარმატებით გააცალკევეს სიამის ტყუპები, რომლებიც ერთმანეთთან თავის ტვინით იყვნენ შეზრდილი.
სამი წლის ბიჭებს, ბერნარდო და არტურ ლიმებს რიო-დე-ჟანეიროში, ბრიტანელი ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ შვიდი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ბოლო ორ ოპერაციას 27 საათი დასჭირდა და მასში 100-ზე მეტი მედიკოსი მონაწილეობდა.
რეალური პროცედურების დაწყებამდე, ვირტუალური რეალობის დახმარებით, ქირურგები თვეების განმავლობაში სწავლობდნენ მეთოდებს, რომლებიც ოპერაციებში უნდა გამოეყენებინათ.
დაშორების შემდეგ ბენარდოს და არტურის წნევა და პულსი მკვეთრად აუვარდათ. ეს წარმატებული განშორების შემდეგ ყველა სიამის ტყუპს ემართება. ტყუპები საავადმყოფოში იმყოფებიან და სამომავლოდ მათ სრული რეაბილიტაციისთვის ექვსი თვე დასჭირდებათ.
ჯგუფის ხელმძღვანელი, ლონდონის გრით ორმონდ სტრიტის ჰოსპიტლის პედიატრიული ქირურგი ნურ ულ ოვასი ჯილანი ოპერაციას მედიკოსთა „გამორჩეულ მიღწევას“ უწოდებს, რომელიც შემოწირულობების საფუძველზე არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Gemini Untwined-ის შემწეობით მოხერხდა.
„ბერნარდოსა და არტურის განცალკევება რიოელ მედიკოსთა ჯგუფის გამორეული მიღწევაა და ფანტასტიკური მაგალითი იმისა, რატომ არის Gemini Untwined-ის საქმიანობა ასე ღირებული“, — ამბობს ქირურგი.