უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან ლიბანში გაემგზავრა, თურქეთს მიაღწია. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
„სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მყოფი სატვირთო ხომალდი Razoni, რომელიც სიმინდით იყო დატვირთული, უკრაინის ოდესის პორტიდან ორშაბათს გაემგზავრა, ბოსფორის სრუტეს მიაღწია“, - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გემის ერთობლივი შემოწმება ოთხშაბათს დილით დაიწყება.
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.