პატრიარქის მდივანს კორონავირუსი ტესტის შედეგად დაუდასტურდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

პატრიარქის მდივანი კოვიდინფიცირებული მეუფე ანტონის კონტაქტი იყო. მეუფე ანტონს კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.