თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული მარცვლეულითა და სიმინდით დატვირთული გემის RAZONI-ის ინსპექტირება დრეს დილიდან დაიწყება.

„საინსპექციო სამუშაოები ჩატარდება მარცვლეულით დატვირთულ RAZONI-ზე, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან გამოვიდა და წუხელ ბოსფორის შავი ზღვის შესასვლელთან 10:00 საათზე ღუზა ჩაუშვა“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.