თეგი: გემი

რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი გააქვს

„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძარცვა გრძელდება“, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტები უკრაინულ რესურსებს იპარავენ, -. უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა რუსული გემების მერ მარიუპოლის პორტიდან ლითონის გატანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „უკრაინული მარცვლეულის ქურდობის შემდეგ, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ლითონის პროდუქტების ექსპორტი დაიწყეს“. დენისოვამ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ გემი 3000 ტონა ლითონის ნაწარმით დაიტვირთა. როგორც მისი გზავნილიდან ჩანს, ოკუპაციამდე მარიუპოლის პორტის ტერიტორიაზე 170 მილიონი დოლარის ღირებულების 200 000 ტონა ლითონი იყო დაგროვილი. მარიუპოლის პორტში რუსული გემი გუშინ შევიდა და ლითონით დაიტვირთა. რუსული მედიის ცნობით, გემი, რამდენიმე დღეში პორტს დატოვებს და როსტოვის მიმართულებით წავა. უკრაინის ფოლადის უმსხვილესმა მწარმოებელმა, „მეტინვესტმა“, ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მარიუპოლის პორტში ხუთი გემია, რომლებიც უკვე დატვირთულია ათიათასობით ტონა ფოლადით. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, რუსეთმა სცადოს ამ გემების ჩამორთმევა და ტვირთთან ერთად პორტიდან მათი უკანონოდ გატანა. რუსული მედიის მტკიცებით, რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი „სპეცოპერაციის დაწყებამდე“ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად გამოაქვს. 26 მაისს რუსეთის სამხედრო სარდლობამ მარიუპოლის პორტის წყლის ტერიტორიის ნაღმებისა და ჩაძირული გემებისგან სრული გაწმენდის შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული მარცვლეულითა და სიმინდით დატვირთული გემის RAZONI-ის ინსპექტირება დრეს დილიდან დაიწყება. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა  „საინსპექციო სამუშაოები ჩატარდება მარცვლეულით დატვირთულ RAZONI-ზე, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან გამოვიდა და წუხელ ბოსფორის შავი ზღვის შესასვლელთან 10:00 საათზე ღუზა ჩაუშვა“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.   

სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დასრულდა

რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის შემადგენლობაში არიან, უკრაინლული მარცვლეუთ დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დაასრულეს. თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს თურქული მედიის ცნობით, გემის ინსპექტირების პროცესი სტამბოლთან ახლოს, რუმელიფენერის რაიონში განხორციელდა.  თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ხორბალი ლივანის მიმართულებით გადააქვს თურქეთის სრუტეებს დღეს დატოვებს.     თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ჯგუფის მუშაობის ფოტოები, რომლებიც გემს საათნახევრის განმავლობაში ათვალიერებდნენ.  სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.   

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 3 გემი გავიდა

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის ინფორმაციით, დღეს უკრაინის პორტებიდან, მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა.  დღეს დილიდან, ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან გავიდა საერთო ჯამში, 58 ათას ტონაზე მეტი სიმინდით დატვირთული გემები: Navistar, Polarnet, Rojen. გემებმა ტვირთი ირლანდიაში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში უნდა ჩაიტანონ. მანამდე გემები სტამბოლში გაჩერდებიან, სადაც მათ გაეროს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ  დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ გაემგზავრა, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

აფრიკაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა

ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია ჩავიდა. გემი ჯიბუტის პორტშია. მარცვლეული ლიბანის დროშით მცურავმა Brave Commander-მა ჩაიტანა. გემის ბორტზე 23,000 ტონა ხორბალია, რომელიც შემდგომ ეთიოპიაში უნდა გადაზიდონ.  ანტონიო გუტერეში: შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე ტვირთის ჩატანას ორი კვირა დასჭირდა. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვასა და ეთიოპიაში ტრანსპორტირებას, სადაც სასურსათო დახმარება (გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად) 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება.  უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა მარცვლეულის გადაზიდვის საფასური გაერომ გადაიხადა, რადგან ხორბლის მარაგი ლტოლვილების, კონფლიქტებისა და გვალვის შედეგად დევნილთა დასახმარებლად შემცირდა. უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა, სასურსათო დახმარების 3/4 უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა. აფრიკაში, ჯიბუტში 900 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აქ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მდებარეობს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

პენტაგონი: აშშ-მა გაწვრთნა უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც რუსული ხომალდები ჩაძირეს

გამოცემა Defense One აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ბილ ლაპლანტზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ „კრეისერი მოსკვა“ ჩაძირეს.  ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა ბილ ლაპლანტის ცნობით, უკრაინელებმა რუსული გემების ჩასაძირად მოდიფიცირებული Harpoon-ის რაკეტები გამოიყენეს.  ოფიციალურმა პირმა დააკონკრეტა, რომ გამოყენებული საზენიტო რაკეტები Harpoon-ი უკრაინელებს აშშ-ს ერთ-ერთმა მოკავშირემ გადასცა. ამასთან, ლა პლანტეს არ უთქვამს, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების გამოყენებისთვის საჭირო სწავლება მაისის ბოლოს აშშ-ში გაიარეს. როგორც გამოცემა წერს, ივნისის შუა რიცხვებში უკრაინამ დანიიდან Harpoon-ის რაკეტების მიღების შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს რუსული გემი Spasatel Vasily Bekh. მოგვიანებით კი პენტაგონმა დაადასტურა, რომ ეს გემი ფსკერზე Harpoon-ის რაკეტების დახმარებით აღმოჩნდა. ლა პლანტმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა Harpoons-ის გამოყენებით კიდევ ერთი რუსული ხომალდი ჩაძირეს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.   

თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ნაღმს შეეჯახა - Reuters

თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გენერალური სატვირთო გემი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროებთან  ნაღმს შეეჯახა და მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის, განაცხადეს საზღვაო და უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-თან. აფეთქების შემდეგ მსხვერპლი არ არის. გემმა მოძრაობა განაგრძო. შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონის სიაშია. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს."