გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა, ტელეარხ RTL/ntv-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივლისის ბოლოს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
შრიოდერი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კრემლს უკრაინასთან კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრა სურს. მისი თქმით, უკრაინიდან ხორბლის გასატანად მიღწეულ შეთანხმება პირველი წარმატებაა, რომელიც, შესაძლოა, თანდათან გაფართოვდეს და მხარეები საზავო შეთანხმებამდე მივიდნენ.
შრიოდერმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომის დაწყებას შეცდომად მიიჩნევს, ყირიმს კი - რუსეთის რეგიონად.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობას, შრიოდერმა მეგობრობის შეწყვეტა გამორიცხა და თქვა, რომ პუტინისგან მისი დისტანცირება არავის არაფერს მოუტანს.