გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „როსნეფტში“ თანამდებობა დათმო. „შრიოდერმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ს განცხადებით აცნობა, რომ კომპანიაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

მანამდე, 19 მაისს, ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა.

ამასთანავე, გერმანიის პარლამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შრიოდერი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებულ ოფისს და პერსონალს დაკარგავს.

DW წერს, რომ გერმანელმა ბიზნესმენმა და Nord Stream 2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მატიას უორნინგმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგა. შრიოდერი რუსული ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

77 წლის გერჰარდ შრიოდერი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორის, კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ.