საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.
მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და მასთან დაკავშირებული პროცესია.
შალვა პაპუაშვილის გარდა, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრაში მონაწილეობენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.