პენტაგონში უარყოფენ რუსეთის ფედერაციის განცხადებას, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს ექვსი HIMARS-ი გაუნადგურეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ტოდ ბრესილმა განაცხადა.
„ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის შოიგუს განცხადება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები HIMARS-ებს „ზუსტად და ეფექტურად იყენებენ“.
2 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ე.წ. სელექტორულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციისას“ გაანადგურეს ამერიკული სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის 6 გამშვები დანადგარი და 200-ზე მეტი რაკეტა. შოიგუს განცხადება უკრაინის არმიის სარდლობამ უარყო.