შალვა პაპუაშვილი: საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია

საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა.

„საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა. ეს არის აბსურდი. ერთი ხელით პროპაგანდა მიდის, თითქოს არის ანტიდასავლური კამპანია და მეორე ხელით, თითქოს ებრძვიან ამ კამპანიას, ეს არის ნაწილი ერთი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე განცხადება გააკეთა. „ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი – ეს იქნება შეუძლებელი, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რომ დასავლეთში მეგობარი აღარ ჰყავდეთ“, - განაცხადა გიგაურმა.