საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა.
თენგიზ არჩვაძეს, დღეს 90 წელი შეუსრულდა. სალომე ზურაბიშვილმა მას, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.