ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა. 

მისივე თქმით, NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას.

„ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“, – აცხადებს ხავიერ კოლომინა.

მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.