ევროკავშირმა მხარეებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და დაპირისპირების ხაზის სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და არიან დაშავებულები", - ნათქვამია განცხადებაში.
უაღრესად მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემცირება, ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად, - აღნიშნა სპიკერმა.
მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.