„თავისუფლება მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით შეიძლება, იყოს დაცული და ამისთვის საჭიროა ეფექტიანი გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა“, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„უკრაინელები ახლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენმა ხალხმა გააერთიანა თავისუფალი სამყარო არამხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლის გარშემო, არამედ იმის გაგებით, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი თავისუფლება; ყველა ერის თავისუფლება ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. თავისუფლების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედებისთვის უნდა არსებობდეს ეფექტიანი გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ვერცერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს სხვა სახელმწიფოს ტერორს“, - განცხადა ზელენსკიმ.
მან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„აუცილებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანის გადაჭრა: უკრაინის ხმა უნდა გაიგონ მსოფლიოს იმ მხარეებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან ხმამაღლა ისმის. ეს ეხება წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ხალხისგან და ყველა მეგობრისგან საზღვარგარეთ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ