ბრიტანეთში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

ბრიტანეთში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებელმა კომისიამ პარასკევს დაამტკიცა Moderna-ს Covid-19 ვაქცინა გამოსაყენებლად.

ბრიტანეთს ახლა უკვე აქვს შეკვეთილი Moderna-ს 17 მილიონი დოზა. დიდი ბრიტანეთისთვის მარაგების მიწოდება გაზაფხულიდან დაიწყება, მას შემდეგ რაც Moderna გააფართოებს ვაქცინის წარმოებას.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტორს ინფორმაციით, ბრიტანეთი მზადაა დამატებით ვაქცინის 10 მილიონი დოზა შეიძინოს.

ცნობისთვის, ბრიტანეთში დამტკიცებულია Covid-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა. ესენია: Pfizer/BioNTech-ის, Oxford / AstraZeneca და Moderna.