მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს

მომღერალი მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს.

სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში ავტოავარიის შემდეგ გარდაიცვალა.

მამუკა ონაშვილი ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გააცილეს.