უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, თუ რუსეთი ომს მოიგებს, სხვა მეზობელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგნი.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ მოსკოვმა არ მიაღწიოს წარმატებას, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს შესაძლოა, კიდევ დიდხანს მოუწიოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით.
„ჩვენს ინტერესშია, რომ ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა მშობლიურ ქვეყანაში სიტყვით გამოსვლისას.
სტოლტენბერგის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი იფიქრებს, NATO-ს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ჩაიდინა, NATO დაუყოვნებლივ ჩაერთვება.
ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იქნება, თუ ომი რუსეთსა და NATO-ს შორის იქნება. ეს მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე თავდასხმა არ არის. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და მსოფლიოს ისეთ წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.