ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, გამო ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TheGuardian-ი ავრცელებს.

სადიქ ამან ხანის თქმით, საფრთხე, რომელსაც ვირუსი ქალაქს უქმნის, კრიტიკულ ნიშნულზეა.

მერის განცხადებით, ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები გასაოცარ საქმიანობას ახორციელებენ, თუმცა შემთხვევების მატების სისწრაფის გამო, საავადმყოფოები გადატვირთვის რისკის ქვეშაა.

„თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა სადიქ ამან ხანმა.