ტაილანდში ღამის კლუბში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

The Bangkok Post-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც ტაილანდის პროვინცია ჩონბურში, სატაჰიპის რაიონში Mountain B-ის ღამის კლუბში გაჩნდა.  

ხანძარს ცხრა კაცი და ოთხი ქალი შეეწირა. Reuters-ის ცნობით, დაშავებულებს შორის მძიმე მდგომარეობაშია 14 ადამიანი.

ხანძარი 5 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, მათ დიჯეის ჯიხურთან ორი აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს ნაპერწკლები, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ოთახში.