თეგი: ტაილანდი

ბანგკოკს სახელწოდება ეცვლება

Krung Thep Maha Nakhon-ი ტაივანის დედაქალაქის ახალი სახელწოდება იქნება. აკადემიურმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ორივე სახელწოდების (Bangkok და Krung Thep Maha Nakhon) გამოყენება შეიძლება. ერთი დღით ადრე, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა პროექტი ქვეყნების, ტერიტორიების, ადმინისტრაციული ტერიტორიებისა და დედაქალაქების სახელების განახლების შესახებ. მთავრობის სპიკერის მოადგილემ რაჩდა დჰანადირეკმა განაცხადა, რომ ტაილანდური სახელი Krung Thep Maha Nakhon გამოიყენება მხოლოდ როგორც მისი ოფიციალური სახელი, ხოლო სახელი ბანგკოკი კვლავ იქნება აღიარებული, მას შემდეგ რაც სახელის ცვლილების შესახებ განცხადებამ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. ახალი სახელწოდება სპეციალური კომიტეტის მიერ დადასტურების შემდეგ შევა ძალაში.

იაპონიის და ტაილანდის ლიდერებმა თავდაცვის ახალი შეთანხმების შესახებ განაცხადეს

იაპონიისა და ტაილანდის ლიდერებმა ახალი თავდაცვის შეთანხმების შესახებ განაცხადეს და დასახეს გეგმები, გააუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური ურთიერთობები. შეთანხმება ხელს შეუწყობს თავდაცვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გადატანას იაპონიიდან ტაილანდში, რომელსაც აქვს რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე აღჭურვილი არმია და შეერთებული შტატების არმიასთან კავშირების ხანგრძლივი ისტორია. გარიგების დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. „ეს ხელს შეუწყობს ეროვნული თავდაცვის გაუმჯობესებას და იაპონიის ინვესტიციების მხარდაჭერას ამ საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანი მიზანია ტაილანდისთვის”, - განაცხადა ტაილანდის პრემიერ მინისტრმა პრაიუტ ჩან-ოჩამ. აზიიდან, დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ერთადერთი წევრის ლიდერმა, ფუმიო კიშიდამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის დროს განიხილა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სადაც მხოლოდ ერთმა ქვეყანამ სინგაპურმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. „მე დავეთანხმე პრემიერ მინისტრ პრაიუტს, რომ ნებისმიერ რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან სტატუს კვოს ძალისმიერი ცალმხრივი ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული “, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა. G7-ის წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები. წამყვან სახელმწიფოთა პირველი სამიტი გაიმართა 1975 წელს, რამბუიეში (საფრანგეთი).

CNN: ტაილანდის ხელისუფლება, მოსახლეობას მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს

ტაილანდის ხელისუფლება, ივნისში მოსახლეობას სახლში გასაშენებლად მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს. ინფორმაციას CNN ინფორმაციას ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 9 ივნიის ტაილანდში ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის თანახმადაც მოსახლეობას კანაბისის ბუჩქის სახლში გაშენების უფლება ექნება. ამასთან კანაბისს უნდა ჰქონდეს ფსიქოტროპული ნივთიერებების დაბალი შემცველობა და დაშვებულია მისი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება. თანაც ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა იყოს ინფორმირებული. კანაბისის გაყიდვა, მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ტაილანდში, შრომისუნარიანი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში და ახორციელებს კანაბისის მოშენებას სამედიცინო მიზნებისთვის, იუწყება CNN. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა. ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში (რაპირა) ფინალურ ბრძოლაში იტალიის ნაკრები ანგარიშით 42-41დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.   საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდმა მსოფლიო თასი 2022 წლის 19 აპრილს სან-პაულუშიც მოპოვება.  

ტაილანდში მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს

ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს. შედეგად, დღეიდან მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და მოსავლით ვაჭრობის უფლება აქვთ, თუმცა, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება კვლავ აკრძალული რჩება. CNN: ტაილანდის ხელისუფლება, მოსახლეობას მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს რეფორმის მომხრეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული მოხმარება კვლავ აკრძალულია, კანონმდებლობის შემსუბუქება ფაქტობრივად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოახდენს. ტაილანდის მთავრობა იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კანაფით ვაჭრობა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ხელისუფლება მოქალაქეებს მცენარის მოყვანის წახალისების მიზნით 1 მილიონ კანაფის თესლს უფასოდ დაურიგებს. 9 ივნისიდან, მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და სამედიცინო კანაფის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების უფლება მიენიჭებათ. კანაფის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის კი მათ დამატებითი ლიცენზია უნდა აიღონ. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.  

ტაილანდში ღამის კლუბში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

The Bangkok Post-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც ტაილანდის პროვინცია ჩონბურში, სატაჰიპის რაიონში Mountain B-ის ღამის კლუბში გაჩნდა.   ხანძარს ცხრა კაცი და ოთხი ქალი შეეწირა. Reuters-ის ცნობით, დაშავებულებს შორის მძიმე მდგომარეობაშია 14 ადამიანი. ხანძარი 5 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, მათ დიჯეის ჯიხურთან ორი აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს ნაპერწკლები, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ოთახში.  

ტაილანდში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყოფილი პოლიციელის მხრიდან სროლას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და მოზარდები არიან. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბავშვებსა და მოზარდებს ესროლა, დანით დაჭრა და გაიქცა. თავდასხმის მოტივი უცნობია. სროლა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში იყო.

ტაილანდში სამხედრო გემი ჩაიძირა

ტაილანდის ყურეში, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს, ქარიშხლის დროს ტაილანდის საზღვაო ძალების სამხედრო გემი ჩაიძირა.  ბორტზე ეკიპაჟის ასზე მეტი წევრი იმყოფებოდა. BBC-ის ცნპბით, ავარია HTMAS Sukhotai-თან კვირას საღამოს მოხდა. ტაილანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გადაარჩინეს ეკიპაჟის 75 წევრი, მაგრამ 31 კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ძებნას", - თქვა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.  

ტაილანდის ყურში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სულ მცირე 18 მეზღვაური დაიღუპა ტაილანდის საზღვაო ძალების გემის ჩაძირვისას. ამის შესახებ ნათქვამია სამეფო საზღვაო ძალების ანგარიშშია ნათქვამი.  ტაილანდში სამხედრო გემი ჩაიძირა სამხედროების ინფორმაციით, ეკიპაჟის 105 წევრიდან გადარჩა 76 ადამიანი, დაიღუპა 18. მანამდე 6 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი. ცნობისთის, შემთხვევა 18 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.   

ტაილანდის არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

ტაილანდში საყოველთაო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ, ამას წინასწარი შედეგები მოწმობს. CNN-ის ინფორმაციით, ხმების 98%-ზე მეტი დათვლის შედეგად სავარაუდოა, რომ „წინსვლის პარტია“, ქვეყნის პარლამენტის 500-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, 149 მანდატს მოიპოვებს, მეორე ადგილზე კი, პარტია „ფეუ ტაი“ იქნება 138 მანდატით, 71 ადგილს მოიპოვებს პარტია „ბუმჯაი ტაი“. ტაილანდში არჩევნები 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მეორედ ჩატარდა. პრემიერ-მინისტრ, იინგლაკ ჩინავატის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხეს და პრაიუთ ჩან-ოჩამ თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა.      

ტაილანდის ყოფილი პრემიერი 15-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს

ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრი, ტაქსინ შინავატრა 15-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს. ყოფილი პრემიერი 2006 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. ის ბოლოს ტაილანდს 2008 წელს ეწვია და სასამართლოს წინაშე წარსდგა. პოლიტიკოსი დააპატიმრეს, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, საბოლოოდ დატოვა ქვეყანა. სასამართლომ შინავატრა დაუსწრებლად გაასამართლა რიგი ბრალდებებით, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და კორუფციის საქმეებზე. აეროპორტში შინავატრას მისი მხარდამჭერები დახვდნენ. მანამდე შინავატრას მხარდაჭერილი კანდიდატი ქვეყნის პრემიერი გახდა. პოლიტიკოსის უმცროსმა ქალიშვილმა, პატონგტარნ შინავატრამ განაცხადა, რომ მამა პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა. თუმცა The New York Times-ის ცნობით, ბევრ ტაილანდელ ამომრჩეველს ამის არ სჯერა. პოლიტიკოსი უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები წაუკითხეს, რის შემდეგაც, შინავატრა ციხეში გადაიყვანეს. მედია აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი ასაკის გათვალისწინებით, შეწყალებას მოითხოვს. შინავატრას ტაილანდის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2001 წლიდან 2006 წლამდე ეკავა. 2006 წელს სამხედროების ჯგუფმა, რომელსაც სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ხელმძღვანელობდა, გადატრიალება მოახდინა, როდესაც შინავატრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა. BBC წერს, რომ არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტაქსინ შინავატრამ ქვეყანაში ჩასვლამდე გარიგება დადო, რომელიც მას ხანგრძლივი პატიმრობისგან თავის არიდების შესაძლებლობას მისცემს.  

ჩინეთი და ტაილანდი სამხედრო წვრთნებს მართავენ

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლები, ბომბდამშენები, ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები და მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო დანადგარები ტაილანდის ყურეში ყოველწლიურ წვრთნებში -  „Falcon Strike 2023“ - მონაწილეობენ. „ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები ჩინეთსა და ტაილანდს შორის კვირას დაიწყო. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა შენარჩუნდეს," - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. სამხედრო მანევრები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩინური გემები ტაილანდში ხუთშაბათს ჩავიდნენ.  

ჩინეთი და ტაილანდი ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებენ

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი, სრეტა ტავისინი აცხადებს, რომ ჩინეთი და ტაილანდი ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს აუქმებენ. „ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს,“ - განაცხადა სრეტა ტავისინმა. ორი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის მარტიდან შევა. ცნობისთვის, 2023 წელს ტაილანდმა 28 მილიონი უცხოელი ტურისტი მიიღო.