„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა

„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნიბით, საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

გამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.