სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია, სომხურ რადიოზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა საკვანძო ფაქტორია, იმისთვის, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება დაცული იყოს.
„2020 წლის 11 დეკემბერს აზერბაიჯანის მიერ, სოფლების, ხცაბერდისა და ხინ თაგერის აღება და სომეხი სამხედროების დატყვევება რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით, შემდეგ მთიანი ყარაბაღის სოფელ პარუხის აღება და 2022 წელს მომხდარი დაპირისპირებები, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხების ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინება სამშვიდობოების თანდასწრებით, მიუღებელია. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაციის დეტალების გარკვევა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ, თუ შეჯახების ხაზზე უსაფრთხოება სამმხრივ ფორმატში არ არის უზრუნველყოფილი, „სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზეა“ საფიქრალი.