კალათბურთელ გრაინერისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, აშშ რუსეთს მოუწოდებს, მის წინადადებას დაეთანხმოს

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს მოუწოდა, დაეთანხმოს შეთავაზებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მათგანს, კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს, ხუთშაბათს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ეს არის სერიოზული წინადადება. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, მიიღონ ეს წინადადება. მათ უნდა მიეღოთ ის რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ჩვენ პირველად გავაკეთეთ ეს", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯორ კირბიმ.

ვაშინგტონმა მოსკოვს შესთავაზა, გრაინერსა და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანში გაცვალოს რუსი იარაღით მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი, რომელიც 25-წლიან სასჯელს იხდის შეერთებულ შტატებში, - განუცხადეს Reuters-ს საკითხის მცოდნე წყაროებმა.

ამასთან, მათივე ცნობით, რუსეთი ცდილობდა, ასევე გაეცვალა მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიის ციხეში იხდის სასჯელს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გასულ პარასკევს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ საუბრები სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდა. ბლინკენი და ლავროვი ამჟამად კამბოჯაში იმყოფებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეხვედრაზე. კირბი მანამდე აცხაებდა, რომ ბლინკენი სავარაუდოდ, შეეცდებოდა, კვლავ ესაუბრა ლავროვთან ახლა, როცა გრაინერს განაჩენი გამოუტანეს.